Posts

Showing posts from 2017

პოლიტიკური ახლომხედველობა საქართველოში

Image
ზედმეტად ფილოსოფიურად არ მოგეჩვენოთ, ეს ფაქტია. პოლიტიკური ახლომხედველობა არის ქართველი ხალხის სენი, პირველი ქართული სახელმწიფოდან დაწყებული, დღეის მდგომარეობით დამთავრებული. ძალიან შორეულ წარსულშიც რომ არ გადავეშვათ, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებს დავხედოთ, როდესაც ქართველი მეფეები ერთმანეთში კინკლაობდნენ, არცერთი თმობდა ტახტს მეორის სასარგებლოდ, რასაც საბოლოოდ საქართველოს გაერთიანების იდეა შეეწირა. საბოლოოდ კი, საქართველომ, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის იმპერიის ქვეშ მოახერხა გაერთიანება, როდესაც რუსულმა მანქანამ ჯერ ნაკუწებად/სამთავროებად დაშალა ქართული სახელმწიფოები, ბოლოს კი, ყველა როდესაც დაიპყრო, გააერთიანა. ქართველებს კოლექტიური აზროვნება ძალდატანების გარეშე გვიჭირს, ამის ნათელი მაგალითია ზუსტად ეს და ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ქართულმა სახელმწიფომ, მხოლოდ, ისეთი მეფეების დროს ნახა აღმავლობა (გორგასალი, აღმაშენებელი, თამარი, გიორგი V),  რომლებსაც ძალის გამოყენება დასჭირდათ ურჩი თავადების დასამორჩილებლად. დღეს ოთხივე მათგანი წმინდანია, ოთხივე მეფე, რომელმაც შეძლო ქართვე...

მე - ფეხბურთელი

Image
3-4 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორში რაღაც ჩემთვის ახალს რომ მოვკარი თვალი. მეუცნაურა, რადგან მანამდე არსად მქონდა მსგავსი რამ ნანახი. არა, ბურთით ხშირად მითამაშია მანამდე, მაგრამ მსგავსი რამ? ნამდვილად, არა. მაშინვე ვიკითხე რა არის-მეთქი, რაზეც შესაბამისი პასუხი მივიღე - ფეხბურთიო. ძალიან კი დავინტერესდი, ტრუსიკით და მაიკით, მწვანე მინდორზე რატომ დასდევდნენ ბურთს ამხელა ადამიანები, რასაც მალევე მივხვდი, რომ ამ დევნას, პასს და დარტყმას თავისი ეშხი ჰქონდა. იმ დღის მერე ბურთის გარეშე არცერთი წუთი გამიტარებია. დილას ბურთით ვიღვიძებდი, ეზოში ჩავდიოდი, ვთამაშობდი, ამოვდიოდი ვჭამდი, ჩავდიოდი ვთამაშობდი და ასე გამყავდა დრო. მეგობრები შტანგების მაგივრად კორპუსის წინ ბორდიულს და ქვას ვიყენებდით, ხარიხას კი თვალით ვზომავდით, გააჩნია სადამდე წვდებოდა მეკარე. შეიძლება გეცნოთ კიდეც სიტუაცია, რადგან ამას, ჰო, ძალიან ბევრი ბავშვი აკეთებს, იგონებს საკუთარ წესებს და ახლებსაც აკანონებს. მაგალითად, ძალიან ბევრ ბავშვს ეგონა (და, ალბათ, ჰგონიათ ბავშვებს დღესაც), რომ ხელზე მოხვედრილი ბურთის კარში დარტყმა ა...

რა სარგებლობა მოაქვს რუსეთს?

Image
გამარჯობათ, მეგობრებო. ადრე ეს ბლოგი ჩანაწერის სახით დავდე ჩემს facebook გვერდზე, ახლა კი მინდა ვიდეოდ შემოგთავაზოთ. იმედია ზედმეტად მოსაწყენი არ გამომივა.

რა სარგებლობა მოაქვს კამათს?

Image
"არასდროს ეკამათოთ სულელს, თქვენ დაეცემით მის დონემდე, რის შემდეგაც იგი გამოცდილებით გაგანადგურებთ" - მარკ ტვენი ამ შესანიშნავი ამერიკელი მწერლის გამონათქვამი, თითქოს შესანიშნავად ერგება დღევანდელ რეალობას, მაგრამ რადგან დღესდღეობით სულელებიც აქტიურად იყენებენ კამათის დროს ხალხში მიღებულ ფრაზებს, ანდაც რადგან სულელებსაც აქვთ მასობრივ ინფორმაციებზე წვდომა, რთულია გაარჩიო რამდენად მაღალი ან დაბალი ინტელექტი აქვს, ამა თუ იმ, კონკრეტულ ადამიანს. მაშასადამე, რთულია არ შეეკამათო მას, ვინც აბსოლუტურ აბსურდს გიმტკიცებს. დამტკიცებაცაა და დამტკიცებაც, სულელებს ეს ყველაფერი დემაგოგიაში გადასდით ხოლმე, რაც, დამეთანხმებით და, საშინლად აუტანელია. ამას ერთვის ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან კარგად აქვს ათვისებული "თავის კონტროლი", რაც მათ თავდაჯერებულობაზე და თავდაჭერაზე აისახება. ეს ყველაფერი კი ასმაგად აცხოველებს ადამიანს, რომელსაც არაფერი უნდა იმის მეტი, რომ ელემენტარული სიმართლე დაამტკიცოს. და, ზუსტად, აქ იკარგება კამათის მთავარი არსი, რომლის გამოც უნდა ვიწყებდეთ კამათ...

გმირთა ნათესავები

Image
დედებს აცვიათ შავები, მათ ნაწილს ასაფლავებენ, მამებს მოზრდიათ წვერები, ბარებით მიწას თხრიან, ბიძებს-დეიდებს-მამიდებს ჩამოუტირით სახენი, ხალხი უყურებს ამ სცენას, გულს კი ეჭვები ღრღნიან. და ვერ ბედავენ იკითხონ, მგლოვარე ნათესავებთან - "ახალგაზრდაა ორივე, რით დაიღუპნენ ნეტავ?", ბაბუას, ერთი მოკლულის, აღმოხდა მწარე გმინვა - "შვილებო, ნეტავ აქ იყოთ, მე წამიყვანოს ზენამ". ერთი შებედავს, იკითხავს - "რამ მოუსწრაფათ სიცოცხლე?". ისევ ბაბუა ერთი მოკლულის, თავაუწევლად, თითქოს მდუმარედ, წაილუღლუღებს, ცრემლშეტანებულ სამიოდ სიტყვას, მათაც მქუხარედ. "სამშობლოსათვის იბრძოდნენ მუდამ!", და დამთავრდება ცერემონია, დედების ცრემლებს ვერ იტევს გუდა, მამები ტირილს ერიდებიან. მაგრამ მათ წვერში, თითქოს სულ თეთრში, მკაფიოდ მოჩანს მგლოვარე სახე, როგორ შეუკრთით, ფერი არ ადევთ, შინაგან ტკივილს მალავენ ასე. "სამშობლოსათვის იბრძოდნენ მუდამ!", "დიდება გმირებს!" - ხალხი სკანდირებს და ბოლო გზაზე გასაცილებლად, მიწას აყრიან კუბოს ნაწილებს. მამებს მ...

ერთხელ გაგრამდე

Image
- დათო, დათოოო... - მესმის განწირული ყვირილი. - გისმენ, ბატონო, სად ხარ, ვერ გხედავ - პასუხს ვცემ იდუმალ ხმას. - აქ ვარ გამოიხხხხ... - ტალღების ხმაში იკარგება ხმა. - გამოჩნდი, თორემ დავიტანჯე კაცი - ისევ ვპასუხობ და გარშემო თვალებს ვაცეცებ. ცოტახანს ყველაფერი მიყუჩდა, მაგრამ მალევე ოქროსფერი პლიაჟის ბოლოში ადამიანი შევამჩნიე,  რომელიც "შლოპანცებით" ჩემკენ მოემართებოდა. მალევე შევამჩნიე სახეზე ჩემი მეზობელი გიო. ორივე სტადიონის გვერდზე, რუსთაველზე, ვცხოვრობთ. - შენ ხარ, გიო, ბიჭო? - აბა, ვინ იქნება? - ისე მეკითხება, თითქოს სხვა ვერავინ მომძებნიდა ამ დროს პლიაჟზე - სასწრაფოდ ადექი უნდა წავიდეთ - მომმართა ცოტა ბრძანებითი კილოთი. - სად მივდივართ თუ იცი? - ირონია შეპარულად ვკითხე და სათვალის ლინზის არიდებით და მარჯვენა თვალით ქვემოდან ავხედე. - მაგას გზაში აგიხსნი, დრო არ იცდის - მომიგო უკვე შერბილებული კილოთი, რადგან ხვდებოდა ისე ვერაფერს გახდებოდა. სასწაულად მეზარებოდა ადგილიდან დაძვრა, მზე შესანიშნავად მითბობდა ძვლებს და არც ჩემი მეზობლის თავი მქონდა, რომელიც, სავარ...

ამბავი სამ აბდალზე

Image
- Hello! - ჰელოუ! - ვპასუხობ გერმანული შესახედაობის წყვილს. - Where is Metro Delisi? - მეკითხება ბიჭი. რანაირად გინდა უპასუხო სად არის, სად არის და დელისზე-მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ გამახსენდა, რომ მეც იქით მქონდა გზა, ამიტომ ვუთხარი: - I am going to Metro Delisi too, so you can follow me. - Ohh... Thank you so much - მეუბნება გოგო და ბიჭს ისე შესციცინებს თვალებში, თითქოს დელისზე კი არა კალიფორნიის კანიონებზე მიმყავდეს. მოვიდა ოთხმოცდაცხრამეტი ნომერი ავტობუსი, ავედი და წყვილიც ამომყვა. მე სალარო აპარატთან ახლოს დავჯექი, ისინიც იქვე ჩამოჯდნენ და საუბარი გამიბეს. - Georgia is very beautiful country, we are so excieted... - მეუბნება ბიჭი, რომელმაც ნუცუბიძის პლატოზე მომძებნა და დელისზე მიმყავს. ცოტა კი გამიკვირდა, რა ნახა ამ აბდალმა, ან პლატოზე, ან დელისზე რას ეძებს ექსაითინგს-მეთქი, მაგრამ გავუტარე და გააგრძელა: - It is fantastic: mountains, rivers, sea... You, georgians, have everything what may be dreamed about. აქ ცოტა გავჭედე, ვიფიქრე, ამდენი ინგლისური რომ ვიცოდე, მასწავლებ...

მე და გაგრა

Image
ესეც ჩემი პირველი ბლოგი ბლოგერების სამყაროში შებიჯების წინარედ. და თემად რა თუ არა ჩემი ფსევდონიმი ანუ - "დავით გაგრელი" და ჩემი სენტიმენტები გაგრის მიმართ? დიახ, მეგობრებო, არ ვიცი ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერათ, მაგრამ პირადად ჩემს მაგალითს თუ დავუჯერებთ, საერთოდაც, უნახავად შემიყვარდა ჩემი ქალაქი. არ ვიცი რისი წყალობით ან რა ძალით, მაგრამ, რაც არ უნდა უცნაური იყოს, ძალიან მიყვარს ადგილი, რომელიც არასდროს მინახავს. ვგრძნობ, რომ ჩემთვის იდუმალი გრძნობის უკან, რაღაც უფრო მისტიური იმალება, რამაც საბოლოოდ გადაკვეთა ჩემი და ამ პატარა, მაგრამ დიდი ისტორიის მქონე, ქალაქის გზები. ასე და ამგვარად, ჩემთვის გაუგებრად და თქვენთვის უცნაურად, ერთ დღესაც გადავწყვიტე, ფსევდონიმად თქვენთვის უკვე ნაცნობი სახელი ამეღო და ამით კიდევ ერთხელ გამესვა ჩემი პოზიციისთვის ხაზი. სულ ვფიქრობ ხოლმე, როგორი იქნება ჩემი, ადრე თუ გვიან, გაგრაში ჩასვლა და საბოლოოდ ყველა შემთხვევაში ერთ დასკვნამდე მივდივარ, რომ ეს "ჩასვლა" ჩასვლაზე მეტად "დაბრუნება" იქნება, რადგან იმ ქუჩების სუნს, რომ...