მე - ფეხბურთელი
3-4 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორში რაღაც ჩემთვის ახალს რომ მოვკარი თვალი. მეუცნაურა, რადგან მანამდე არსად მქონდა მსგავსი რამ ნანახი. არა, ბურთით ხშირად მითამაშია მანამდე, მაგრამ მსგავსი რამ? ნამდვილად, არა. მაშინვე ვიკითხე რა არის-მეთქი, რაზეც შესაბამისი პასუხი მივიღე - ფეხბურთიო.
ძალიან კი დავინტერესდი, ტრუსიკით და მაიკით, მწვანე მინდორზე რატომ დასდევდნენ ბურთს ამხელა ადამიანები, რასაც მალევე მივხვდი, რომ ამ დევნას, პასს და დარტყმას თავისი ეშხი ჰქონდა.
იმ დღის მერე ბურთის გარეშე არცერთი წუთი გამიტარებია. დილას ბურთით ვიღვიძებდი, ეზოში ჩავდიოდი, ვთამაშობდი, ამოვდიოდი ვჭამდი, ჩავდიოდი ვთამაშობდი და ასე გამყავდა დრო.
მეგობრები შტანგების მაგივრად კორპუსის წინ ბორდიულს და ქვას ვიყენებდით, ხარიხას კი თვალით ვზომავდით, გააჩნია სადამდე წვდებოდა მეკარე.
შეიძლება გეცნოთ კიდეც სიტუაცია, რადგან ამას, ჰო, ძალიან ბევრი ბავშვი აკეთებს, იგონებს საკუთარ წესებს და ახლებსაც აკანონებს. მაგალითად, ძალიან ბევრ ბავშვს ეგონა (და, ალბათ, ჰგონიათ ბავშვებს დღესაც), რომ ხელზე მოხვედრილი ბურთის კარში დარტყმა არ შეიძლებოდა, ანდა პენალტის გათამაშება არ შეიძლება და სხვა. მაგრამ არა, მე რაღაც სხვანაირად მიხაროდა ფეხბურთის თამაში, შუადღის 10 საათიდან საღამოს 9 საათამდე, დაბნელებამდეც, ხშირად მითამაშია სოფელში, რადგან სხვანაირად, უბრალოდ, არ შემეძლო.
ბოლოს იმდენი ვიხვეწე, რომ ფეხბურთზეც შემიყვანეს, მაგრამ ჩემი საფეხბურთო კარიერა მალევე დამთავრდა, გარკვეული მიზეზებისდა გამო.
რაც შეეხება ჩემს საფეხბურთო გემოვნებას - სულ პატარაობიდან დინამო თბილისს ვგულშემატკივრობ და ჩემი პირველი საფეხბურთო მატჩიც, რომელსაც სრულად ვუყურე, ეროვნული ჩემპიონატის, დინამოს, მატჩი იყო, მართალია, ზუსტად, არ მაქვს ვის ეთამაშებოდა მაშინ ქალაქის გუნდი, მაგრამ იმის მერე ბევრი ინფორმაცია მოვიძიე და აღვფრთოვანდი ჩემი გუნდის ისტორიით და იმ ფეხბურთელებით, რომლებითაც ჩვენ ყველა ერთად ვამაყობთ - დავით ყიფიანით, მიხეილ მესხით, სერგო კოტრიკაძით, ვლადიმერ გუცაევით, ბორის პაიჭაძით და სხვით.
უცხოური ფეხბურთის ყურება რონალდინიოს ბარსელონათი და ზიდანის საფრანგეთით დავიწყე 2006 წელს, როდესაც ორივე მათგანმა ძალიან ლამაზი ფეხბურთი აჩვენა, ერთმა არსენალთან სასწაული მატჩი მოიგო, მეორე კი იტალიასთან დამარცხდა ფინალში. მაშინ ამ ორი ფეხბურთელით სასწაულად აღვფრთოვანდი, განსაკუთრებით კი რონალდინიოთი.
ბევრჯერ მიფიქრია როგორი ფეხბურთელი ვიქნებოდი და თუ ვიქნებოდი, რას მოვიგებდი, მაგრამ ამას ახლა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ჯერჯერობით ეს ყველაფერი არ გამოვიდა. არც სურვილი დამიკლია და არც - მონდომება, უბრალოდ, არ გამოვიდა.
ალბათ, ზედმეტსაც ვფიქრობდი ხოლმე ფეხბურთზე, რადგან ამ ყველაფრის გაანალიზება ძალიან მიჭირს და შეუძლებელი მგონია ჩემი ცხოვრების ამ სპორტის გარეშე წარმოდგენა, ამიტომაა, რომ დღესაც კი არ მაქვს ბოლომდე ყველა იმედი დაკარგული.
ასე და ამგვარად, უიმედო იმედებით მე ვარ ყველაზე უიღბლო ფეხბურთელი დედამიწაზე, რადგან ჯერაც ვერ მიპოვნია ჩემი ახირებების გამო სიმშვიდე.
დაე, ასე იყოს აწ და მარდის...

Comments
Post a Comment