გმირთა ნათესავები
დედებს აცვიათ შავები, მათ ნაწილს ასაფლავებენ,
მამებს მოზრდიათ წვერები, ბარებით მიწას თხრიან,
ბიძებს-დეიდებს-მამიდებს ჩამოუტირით სახენი,
ხალხი უყურებს ამ სცენას, გულს კი ეჭვები ღრღნიან.
"სამშობლოსათვის იბრძოდნენ მუდამ!",
და დამთავრდება ცერემონია,
დედების ცრემლებს ვერ იტევს გუდა,
მამები ტირილს ერიდებიან.
მაგრამ მათ წვერში, თითქოს სულ თეთრში,
მკაფიოდ მოჩანს მგლოვარე სახე,
როგორ შეუკრთით, ფერი არ ადევთ,
შინაგან ტკივილს მალავენ ასე.
მამებს მოზრდიათ წვერები, ბარებით მიწას თხრიან,
ბიძებს-დეიდებს-მამიდებს ჩამოუტირით სახენი,
ხალხი უყურებს ამ სცენას, გულს კი ეჭვები ღრღნიან.
და ვერ ბედავენ იკითხონ, მგლოვარე ნათესავებთან -
"ახალგაზრდაა ორივე, რით დაიღუპნენ ნეტავ?",
ბაბუას, ერთი მოკლულის, აღმოხდა მწარე გმინვა -
"შვილებო, ნეტავ აქ იყოთ, მე წამიყვანოს ზენამ".
ერთი შებედავს, იკითხავს - "რამ მოუსწრაფათ სიცოცხლე?".
ისევ ბაბუა ერთი მოკლულის,
თავაუწევლად, თითქოს მდუმარედ,
წაილუღლუღებს, ცრემლშეტანებულ
სამიოდ სიტყვას, მათაც მქუხარედ.
"ახალგაზრდაა ორივე, რით დაიღუპნენ ნეტავ?",
ბაბუას, ერთი მოკლულის, აღმოხდა მწარე გმინვა -
"შვილებო, ნეტავ აქ იყოთ, მე წამიყვანოს ზენამ".
ერთი შებედავს, იკითხავს - "რამ მოუსწრაფათ სიცოცხლე?".
ისევ ბაბუა ერთი მოკლულის,
თავაუწევლად, თითქოს მდუმარედ,
წაილუღლუღებს, ცრემლშეტანებულ
სამიოდ სიტყვას, მათაც მქუხარედ.
"სამშობლოსათვის იბრძოდნენ მუდამ!",
და დამთავრდება ცერემონია,
დედების ცრემლებს ვერ იტევს გუდა,
მამები ტირილს ერიდებიან.
მაგრამ მათ წვერში, თითქოს სულ თეთრში,
მკაფიოდ მოჩანს მგლოვარე სახე,
როგორ შეუკრთით, ფერი არ ადევთ,
შინაგან ტკივილს მალავენ ასე.
"სამშობლოსათვის იბრძოდნენ მუდამ!",
"დიდება გმირებს!" - ხალხი სკანდირებს
და ბოლო გზაზე გასაცილებლად,
მიწას აყრიან კუბოს ნაწილებს.
მამებს მოზრდიათ წვერები, ბარებით მიწას თხრიან,
დედებს აცვიათ შავები, ცრემლებს ვერ იტევს გუდა,
გარდაცვლილ გმირებს კვლავაც, სხვათა შვილები ცვლიან,
ხალხი უყურებს, სკანდირებს - "სამშობლოსათვის მუდამ!"

Comments
Post a Comment