პოლიტიკური ახლომხედველობა საქართველოში
ზედმეტად ფილოსოფიურად არ მოგეჩვენოთ, ეს ფაქტია. პოლიტიკური ახლომხედველობა არის ქართველი ხალხის სენი, პირველი ქართული სახელმწიფოდან დაწყებული, დღეის მდგომარეობით დამთავრებული. ძალიან შორეულ წარსულშიც რომ არ გადავეშვათ, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებს დავხედოთ, როდესაც ქართველი მეფეები ერთმანეთში კინკლაობდნენ, არცერთი თმობდა ტახტს მეორის სასარგებლოდ, რასაც საბოლოოდ საქართველოს გაერთიანების იდეა შეეწირა. საბოლოოდ კი, საქართველომ, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის იმპერიის ქვეშ მოახერხა გაერთიანება, როდესაც რუსულმა მანქანამ ჯერ ნაკუწებად/სამთავროებად დაშალა ქართული სახელმწიფოები, ბოლოს კი, ყველა როდესაც დაიპყრო, გააერთიანა. ქართველებს კოლექტიური აზროვნება ძალდატანების გარეშე გვიჭირს, ამის ნათელი მაგალითია ზუსტად ეს და ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ქართულმა სახელმწიფომ, მხოლოდ, ისეთი მეფეების დროს ნახა აღმავლობა (გორგასალი, აღმაშენებელი, თამარი, გიორგი V), რომლებსაც ძალის გამოყენება დასჭირდათ ურჩი თავადების დასამორჩილებლად. დღეს ოთხივე მათგანი წმინდანია, ოთხივე მეფე, რომელმაც შეძლო ქართვე...