რა სარგებლობა მოაქვს კამათს?
"არასდროს ეკამათოთ სულელს, თქვენ დაეცემით მის დონემდე, რის შემდეგაც იგი გამოცდილებით გაგანადგურებთ" - მარკ ტვენი ამ შესანიშნავი ამერიკელი მწერლის გამონათქვამი, თითქოს შესანიშნავად ერგება დღევანდელ რეალობას, მაგრამ რადგან დღესდღეობით სულელებიც აქტიურად იყენებენ კამათის დროს ხალხში მიღებულ ფრაზებს, ანდაც რადგან სულელებსაც აქვთ მასობრივ ინფორმაციებზე წვდომა, რთულია გაარჩიო რამდენად მაღალი ან დაბალი ინტელექტი აქვს, ამა თუ იმ, კონკრეტულ ადამიანს. მაშასადამე, რთულია არ შეეკამათო მას, ვინც აბსოლუტურ აბსურდს გიმტკიცებს. დამტკიცებაცაა და დამტკიცებაც, სულელებს ეს ყველაფერი დემაგოგიაში გადასდით ხოლმე, რაც, დამეთანხმებით და, საშინლად აუტანელია. ამას ერთვის ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან კარგად აქვს ათვისებული "თავის კონტროლი", რაც მათ თავდაჯერებულობაზე და თავდაჭერაზე აისახება. ეს ყველაფერი კი ასმაგად აცხოველებს ადამიანს, რომელსაც არაფერი უნდა იმის მეტი, რომ ელემენტარული სიმართლე დაამტკიცოს. და, ზუსტად, აქ იკარგება კამათის მთავარი არსი, რომლის გამოც უნდა ვიწყებდეთ კამათ...