ერთხელ გაგრამდე
- დათო, დათოოო... - მესმის განწირული ყვირილი.
- გისმენ, ბატონო, სად ხარ, ვერ გხედავ - პასუხს ვცემ იდუმალ ხმას.
- აქ ვარ გამოიხხხხ... - ტალღების ხმაში იკარგება ხმა.
- გამოჩნდი, თორემ დავიტანჯე კაცი - ისევ ვპასუხობ და გარშემო თვალებს ვაცეცებ.
ცოტახანს ყველაფერი მიყუჩდა, მაგრამ მალევე ოქროსფერი პლიაჟის ბოლოში ადამიანი შევამჩნიე, რომელიც "შლოპანცებით" ჩემკენ მოემართებოდა.
მალევე შევამჩნიე სახეზე ჩემი მეზობელი გიო. ორივე სტადიონის გვერდზე, რუსთაველზე, ვცხოვრობთ.
- შენ ხარ, გიო, ბიჭო?
- აბა, ვინ იქნება? - ისე მეკითხება, თითქოს სხვა ვერავინ მომძებნიდა ამ დროს პლიაჟზე - სასწრაფოდ ადექი უნდა წავიდეთ - მომმართა ცოტა ბრძანებითი კილოთი.
- სად მივდივართ თუ იცი? - ირონია შეპარულად ვკითხე და სათვალის ლინზის არიდებით და მარჯვენა თვალით ქვემოდან ავხედე.
- მაგას გზაში აგიხსნი, დრო არ იცდის - მომიგო უკვე შერბილებული კილოთი, რადგან ხვდებოდა ისე ვერაფერს გახდებოდა.
სასწაულად მეზარებოდა ადგილიდან დაძვრა, მზე შესანიშნავად მითბობდა ძვლებს და არც ჩემი მეზობლის თავი მქონდა, რომელიც, სავარაუდოდ, დასალევად მიმათრევდა.
- მოიცა რა, კარგად ვწევარ, შენი ჭირიმე. ქე მაინც, მითხარი სად მივდივართ და იქნება წამოგყვე.
- სად მივდივართ და თბილისში, ორი ბილეთი ვიყიდე შენთვის და ჩემთვის. სასწრაფოდ უნდა წავიდეთ, თორემ აქ გავიჭედებით.
- სად მივდივართ? - შეცბუნებულმა ვიკითხე, რადგან არსად წასვლა არ მქონდა დაგეგმილი - სად გავიჭედებით? შენ, ხომ, არ გაგირეკავს?!
ცოტა კი ეწყინა, მაგრამ მაინც ღიმილნარევი გამომეტყველებით მომიგო:
- სად გავიჭედებით და სიზმარში, სასწრაფოდ უნდა ადგე, დრო აღარ იცდის, დათო - მომიგო ისევ ბრძანებით.
ნელ-ნელა ჩემი მეზობლის სხეულმა ჩემ თვალწინ ქრობა დაიწყო, რამაც ძალიან შემაშინა, მასზე და გაგრაზე ჩემი მეხსიერება ნელ-ნელა იშლებოდა გონებიდან, ამიტომაც უმალვე დავემორჩილე და გავყევი.
მახსოვს ტალღების ხმა, რომელიც ჩემ წასვლასთან ერთად, უფრო და უფრო, ეხეთქებოდა ნაპირს, თითქოს ჩემი გაშვება არ უნდოდათ და ყველანაირად ცდილობდნენ უკან მივებრუნებინე.
მატარებელი იძვრებოდა, იმ წუთს მივედით სადგურთან. ჩავჯექით თუ არა წავიდა კიდეც. დაიძრა, მე კი ფანჯრიდან უკან ვიხედებოდი, სადაც გზა ისე იშლებოდა, თითქოს ვიღაც საშლელს უსვამსო.
უცებ გამომეღვიძა თბილისში, ჩემს საწოლში, და მივხვდი, რომ ეს ყველაფერი, მართლაც, სიზმარი იყო. ჩემს მეზობელზე თითქმის ყველა მოგონება წამეშალა გონებიდან. არ ვიცი მემუქრებოდა თუ არა სიზმარში გაჭედვა, მაგრამ ერთს ვხვდებოდი, ასეტ დასასრულს იქ ჩარჩენა მერჩივნა.
წამოვდექი საწოლიდან, ხელ-პირი დავიბანე და მაშინვე ეს ლექსი დავწერე:
ერთხელ გაგრამდე
მოდი, არ შესდგე, ერთად ვეძიოთ კვლავ საძებნელი,
არ შეგაშინოს წუთისოფლის უძირო დარდმა,
გაუმაძღარი, ბოროტებლის გულში მთესველი,
ძირშივე მოვსპოთ, მისი ფერფლი წაიღოს ქარმა.
გაუგებარი, თან უცნაური, თუ გესმის მღერა,
უნდა იცოდე, ის ეკუთვნის მგოსან ბიჭუნას,
რომლის გალობაც ვერ წააგავს ბულბულის სტვენას,
მაგრამ აჩერებს ჩვენ მოძულე უკვდავთა მზერას.
დიდი მიზნისთვის ამ ბიჭების ულევი სისხლი
იღვრება გზაში, სანამ მივლენ შემდეგ სანგრამდე,
და ჩემი სისხლიც დაიღვრება სასრულად ფიქრის,
თავაწეული გავემართო ერთხელ გაგრამდე.

Comments
Post a Comment