Posts

When I was a boy, I had a dream

Image
 დიდი ხანია, რაც ლიტერატურამ ფურცლებიდან ეკრანებზე გადმოინაცვლა, გვერდები სქროლვამ შეცვალა, კალამი კი კლავიატურამ. დიდი ხანია მას შემდეგაც, რაც წიგნების ბეჭდვაზე მეტად მწერლები პოსტების წერამ აიტანა.   ვიფიქრე, ამ ბლოგს მაინც არ გავამხატვრულებდი, მაგრამ აბა ვის გაუგია ოცნებების დოკუმენტურობა. ოცნებები იწყება ზღაპრულად და ძირითადად Happy End-ის გარეშე სრულდება ხოლმე. ალბათ, ესაა სწორედ ოცნებების ხიბლიც, დაგტოვოს იმ პატარა ბავშვად, რომელსაც ძალიან უხაროდა ძილის წინ ზღაპრის მოსმენა. ზღაპრის, რომელშიც დევებს ჩია კაცები მახვილგონიერებით ამარცხებენ.  ეგეთ ოცნებაზე მინდა მოგიყვეთ. პატარა ბიჭის ოცნებაზე, რომელმაც დღის სინათლე ვერასდროს ნახა.  ამასწინებზე, ან იქნება საერთოდაც დღეს, ქუჩაში სკამეიკაზე ჩამომჯდარი სიგარეტის თითოეული ნაპასისთვის თითო პრობლემა რომ უნდა გამეტანა, პატარა ბიჭი მომიჯდა, ტიერი ანრის მაისური ეცვა. იმ სიცხეში გეტრები მუხლებამდე ამოეტანა, მაისურს შიგნით რეზინის სპორტული ჩაეცვა, შორტიკებში ჩაეტანიებინა და იდაყვში ამოჩრილ ბურთს გადიდებული თვალებით დაჰყუ...

ნაცარქექია - დადებითი თუ უარყოფითი პერსონაჟი?

Image
აუცილებლად ყველას გექნებათ წაკითხული ქართული ზღაპარი - "ნაცარქექია", რომლის მთავარი პერსონაჟი - ნაცარქექია - ბევრის თვალში რადიკალურად უარყოფით და ზარმაც პიროვნებად არის ჩამოყალიბებული. მე შევეცდები ობიექტურად განვსაჯო და სრულიად სერიოზულად აღვიქვა ეს ვითომ სასაცილო ზღაპარი, რადგან მგონია, რომ არც ისე ცოტა აზრი უნდა იდოს მასში და მეტიც, როგორც სხვა ზოგიერთი ზღაპარი, ისიც დიდ სიბრძნეს უნდა ატარებდეს. დავიწყოთ ზღაპრის დასაწყისიდან, სადაც ნათლად ჩანს თუ როგორ არაფერში ადგება ძმას და ძმის ცოლს ნაცარქექია, რაც ნამდვილად არ არის კარგი და ამის გამო სამაგალითოდ ისჯება, მას სახლიდან აგდებენ, თან კი მხოლოდ გუდით ყველს და მახათს ატანენ. ...და აი აქ იწყება, როგორც ბავშვობაში ვიტყოდით, ნაცარქექიას გმირობები, სადაც იგი ამარცხებს დევებს რამდენიმე ჭკვიანური მეთოდით, საბოლოოდ კი მათ სახლს ეუფლება, თავად დევებს კი მათ ჭკუაზე ატრიალებს ამ დროის განმავლობაში. ...მაგრამ ყველაფერი ასე როდი მთავრდება, ის დგება და მის ძმასა და რძალს ამ სახლში გადმოსვლის უფლებას აძლევს, რაც დამეთანხმებით და, პატ...

პოლიტიკური ახლომხედველობა საქართველოში

Image
ზედმეტად ფილოსოფიურად არ მოგეჩვენოთ, ეს ფაქტია. პოლიტიკური ახლომხედველობა არის ქართველი ხალხის სენი, პირველი ქართული სახელმწიფოდან დაწყებული, დღეის მდგომარეობით დამთავრებული. ძალიან შორეულ წარსულშიც რომ არ გადავეშვათ, მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეებს დავხედოთ, როდესაც ქართველი მეფეები ერთმანეთში კინკლაობდნენ, არცერთი თმობდა ტახტს მეორის სასარგებლოდ, რასაც საბოლოოდ საქართველოს გაერთიანების იდეა შეეწირა. საბოლოოდ კი, საქართველომ, მხოლოდ და მხოლოდ, რუსეთის იმპერიის ქვეშ მოახერხა გაერთიანება, როდესაც რუსულმა მანქანამ ჯერ ნაკუწებად/სამთავროებად დაშალა ქართული სახელმწიფოები, ბოლოს კი, ყველა როდესაც დაიპყრო, გააერთიანა. ქართველებს კოლექტიური აზროვნება ძალდატანების გარეშე გვიჭირს, ამის ნათელი მაგალითია ზუსტად ეს და ამის ნათელი მაგალითია ისიც, რომ ქართულმა სახელმწიფომ, მხოლოდ, ისეთი მეფეების დროს ნახა აღმავლობა (გორგასალი, აღმაშენებელი, თამარი, გიორგი V),  რომლებსაც ძალის გამოყენება დასჭირდათ ურჩი თავადების დასამორჩილებლად. დღეს ოთხივე მათგანი წმინდანია, ოთხივე მეფე, რომელმაც შეძლო ქართვე...

მე - ფეხბურთელი

Image
3-4 წლის ვიქნებოდი, ტელევიზორში რაღაც ჩემთვის ახალს რომ მოვკარი თვალი. მეუცნაურა, რადგან მანამდე არსად მქონდა მსგავსი რამ ნანახი. არა, ბურთით ხშირად მითამაშია მანამდე, მაგრამ მსგავსი რამ? ნამდვილად, არა. მაშინვე ვიკითხე რა არის-მეთქი, რაზეც შესაბამისი პასუხი მივიღე - ფეხბურთიო. ძალიან კი დავინტერესდი, ტრუსიკით და მაიკით, მწვანე მინდორზე რატომ დასდევდნენ ბურთს ამხელა ადამიანები, რასაც მალევე მივხვდი, რომ ამ დევნას, პასს და დარტყმას თავისი ეშხი ჰქონდა. იმ დღის მერე ბურთის გარეშე არცერთი წუთი გამიტარებია. დილას ბურთით ვიღვიძებდი, ეზოში ჩავდიოდი, ვთამაშობდი, ამოვდიოდი ვჭამდი, ჩავდიოდი ვთამაშობდი და ასე გამყავდა დრო. მეგობრები შტანგების მაგივრად კორპუსის წინ ბორდიულს და ქვას ვიყენებდით, ხარიხას კი თვალით ვზომავდით, გააჩნია სადამდე წვდებოდა მეკარე. შეიძლება გეცნოთ კიდეც სიტუაცია, რადგან ამას, ჰო, ძალიან ბევრი ბავშვი აკეთებს, იგონებს საკუთარ წესებს და ახლებსაც აკანონებს. მაგალითად, ძალიან ბევრ ბავშვს ეგონა (და, ალბათ, ჰგონიათ ბავშვებს დღესაც), რომ ხელზე მოხვედრილი ბურთის კარში დარტყმა ა...

რა სარგებლობა მოაქვს რუსეთს?

Image
გამარჯობათ, მეგობრებო. ადრე ეს ბლოგი ჩანაწერის სახით დავდე ჩემს facebook გვერდზე, ახლა კი მინდა ვიდეოდ შემოგთავაზოთ. იმედია ზედმეტად მოსაწყენი არ გამომივა.

რა სარგებლობა მოაქვს კამათს?

Image
"არასდროს ეკამათოთ სულელს, თქვენ დაეცემით მის დონემდე, რის შემდეგაც იგი გამოცდილებით გაგანადგურებთ" - მარკ ტვენი ამ შესანიშნავი ამერიკელი მწერლის გამონათქვამი, თითქოს შესანიშნავად ერგება დღევანდელ რეალობას, მაგრამ რადგან დღესდღეობით სულელებიც აქტიურად იყენებენ კამათის დროს ხალხში მიღებულ ფრაზებს, ანდაც რადგან სულელებსაც აქვთ მასობრივ ინფორმაციებზე წვდომა, რთულია გაარჩიო რამდენად მაღალი ან დაბალი ინტელექტი აქვს, ამა თუ იმ, კონკრეტულ ადამიანს. მაშასადამე, რთულია არ შეეკამათო მას, ვინც აბსოლუტურ აბსურდს გიმტკიცებს. დამტკიცებაცაა და დამტკიცებაც, სულელებს ეს ყველაფერი დემაგოგიაში გადასდით ხოლმე, რაც, დამეთანხმებით და, საშინლად აუტანელია. ამას ერთვის ის ფაქტიც, რომ ზოგიერთ მათგანს ძალიან კარგად აქვს ათვისებული "თავის კონტროლი", რაც მათ თავდაჯერებულობაზე და თავდაჭერაზე აისახება. ეს ყველაფერი კი ასმაგად აცხოველებს ადამიანს, რომელსაც არაფერი უნდა იმის მეტი, რომ ელემენტარული სიმართლე დაამტკიცოს. და, ზუსტად, აქ იკარგება კამათის მთავარი არსი, რომლის გამოც უნდა ვიწყებდეთ კამათ...

გმირთა ნათესავები

Image
დედებს აცვიათ შავები, მათ ნაწილს ასაფლავებენ, მამებს მოზრდიათ წვერები, ბარებით მიწას თხრიან, ბიძებს-დეიდებს-მამიდებს ჩამოუტირით სახენი, ხალხი უყურებს ამ სცენას, გულს კი ეჭვები ღრღნიან. და ვერ ბედავენ იკითხონ, მგლოვარე ნათესავებთან - "ახალგაზრდაა ორივე, რით დაიღუპნენ ნეტავ?", ბაბუას, ერთი მოკლულის, აღმოხდა მწარე გმინვა - "შვილებო, ნეტავ აქ იყოთ, მე წამიყვანოს ზენამ". ერთი შებედავს, იკითხავს - "რამ მოუსწრაფათ სიცოცხლე?". ისევ ბაბუა ერთი მოკლულის, თავაუწევლად, თითქოს მდუმარედ, წაილუღლუღებს, ცრემლშეტანებულ სამიოდ სიტყვას, მათაც მქუხარედ. "სამშობლოსათვის იბრძოდნენ მუდამ!", და დამთავრდება ცერემონია, დედების ცრემლებს ვერ იტევს გუდა, მამები ტირილს ერიდებიან. მაგრამ მათ წვერში, თითქოს სულ თეთრში, მკაფიოდ მოჩანს მგლოვარე სახე, როგორ შეუკრთით, ფერი არ ადევთ, შინაგან ტკივილს მალავენ ასე. "სამშობლოსათვის იბრძოდნენ მუდამ!", "დიდება გმირებს!" - ხალხი სკანდირებს და ბოლო გზაზე გასაცილებლად, მიწას აყრიან კუბოს ნაწილებს. მამებს მ...