ამბავი სამ აბდალზე
- Hello!
- ჰელოუ! - ვპასუხობ გერმანული შესახედაობის წყვილს.
- Where is Metro Delisi? - მეკითხება ბიჭი.
რანაირად გინდა უპასუხო სად არის, სად არის და დელისზე-მეთქი უნდა მეთქვა, მაგრამ გამახსენდა, რომ მეც იქით მქონდა გზა, ამიტომ ვუთხარი:
- I am going to Metro Delisi too, so you can follow me.
- Ohh... Thank you so much - მეუბნება გოგო და ბიჭს ისე შესციცინებს თვალებში, თითქოს დელისზე კი არა კალიფორნიის კანიონებზე მიმყავდეს.
მოვიდა ოთხმოცდაცხრამეტი ნომერი ავტობუსი, ავედი და წყვილიც ამომყვა. მე სალარო აპარატთან ახლოს დავჯექი, ისინიც იქვე ჩამოჯდნენ და საუბარი გამიბეს.
- Georgia is very beautiful country, we are so excieted... - მეუბნება ბიჭი, რომელმაც ნუცუბიძის პლატოზე მომძებნა და დელისზე მიმყავს. ცოტა კი გამიკვირდა, რა ნახა ამ აბდალმა, ან პლატოზე, ან დელისზე რას ეძებს ექსაითინგს-მეთქი, მაგრამ გავუტარე და გააგრძელა:
- It is fantastic: mountains, rivers, sea... You, georgians, have everything what may be dreamed about.
აქ ცოტა გავჭედე, ვიფიქრე, ამდენი ინგლისური რომ ვიცოდე, მასწავლებელი რვიანს კი არ დამიწერდა-მეთქი, მაგრამ, როგორც ნამდვილ ქართველს შეეფერება, არ შევიმჩნიე და საუბრის სადავეები მე ავიღე ხელში.
- Where are you from? - ვეკითხები, თან ასადგომად ვემზადები, რითიც ვანიშნებ რომ ავტობუსიდან ჩასვლის დრო მოახლოვდა.
- From German - მპასუხობ გარკვეული თავდაჯერებულობით და ვხვდები, რომ ისიც ამაყობს მისი ქვეყნით. თითქოს ესიამოვნათო ეს კითხვა, გოგომ ისევ ისე დაჭყიტა თვალები, როგორც გაჩერებაზე დელისის აღმომჩენის აღმოჩენის დროს, რაც ძალიან მესიამოვნა და გავიფიქრე, ნამდვილი კოსმოპოლიტი, მართლაც რომ, ის არის, ვინც ყველაზე დიდი პატრიოტია-მეთქი. შემდეგ მივხვდი, რომ ზედმეტად ფილოსოფიურად გამომივიდა, ამიტომ ისევ აბდლობას მივაწექი.
- Germany is very beautiful country as Georgia, both have their own identyfical beautifulness - ვეუბნები და ჩემი თავის მიკვირს, ასეთი წინადადების ჩამოყალიბების გამო, თან ვფიქრობ უეჭველი რაღაც შემეშალა და, ვაი და, ვერ გაიგონ რას ვეუბნები-მეთქი, მაგრამ ყველაფერი შესანიშნავად გაიგეს.
- Agree! But there are everything, what you want in Georgia. If I were georgian, I would be patriot of my country, like now, when I am German.
მესიამოვნა, თან ვფიქრობდი, საიდან შემხვდნენ ასეთი სასიამოვნო ხალხი-მეთქი. მერე მივხვდი, რომ საკუთარი ქვეყნის სიყვარულით გააბდლებული ხალხის წინაშე ვიდექი, მეც რიგითი აბდალი და ასე აბდლურად, ერთმანეთს იმ გრძნობებზე ვესაუბრებოდით, რომელიც "დედამიწას ატრიალებს, დომენიკო".
ჩვენი ჩასვლის დროც მოვიდა, ჩავედი და ჩამომყვნენ კიდეც, ორივეს ხელი ჩამოვართვი და მეტროსკენ მივუთითე, მათაც გამიღიმეს და დამემშვიდობნენ, შევტრიალდი და წამოვედი, მაგრამ თითქოს რაღაც დამაკლდა, რაც მალევე აღმოიფხვრა. ცოტახანში უკნიდან მესმის:
- Aba, magrad, jigaro! - დამტვრეული ქართულით.
გავიხედე უკან და ჩემი გერმანელი აბდლების ღიმილი შემრჩა ხელში, მეც გავუღიმე, ჩავიცინე და გულიანი ნახვამდის მივაძახე.
მოვდიოდი გზაში და ვფიქრობდი, რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, ვიდრე შენი ქვეყნის სიყვარულით გააბდლებული ცხოვრებაა-მეთქი.
- რა თქმა უნდა, არც არაფერი - ვუპასუხე ჩემს თავს და სასიამოვნო განწყობით გზა გავაგრძელე.

Comments
Post a Comment